Thursday, March 1, 2012

იაკობ გოგებაშვილი


1.
პროექტის სახელი:   iakob gogebaSvili
2.
პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით:მოსწავლეები გაეცნობიან მწერლის პირად ცხოვრებასა და შემოქმედებას. .
3.
პროექტის სრული აღწერა:მოსწავლეები გაეცნობიან მწერლის პირად ცხოვრებასა და შემოქმედებას. მოიძიებენ ვიდეო და ფოტო მასალას. წაიკითხავენ და მოაწყობენ დისკუსიას მწერლის ბიოგრაფიასა და შემოქმედებაზე.მოუსმენენ მუსიკალურ კომპოზიციებს.ნახავენ მწერლის  ბიოგრაფიაზე შექმნილ დოკუმენტურ ფილმებს,რის შედეგადაც შეეცდებიან შთაბეჭდილებების გადმოცემას (ესეები,ნახატი,აპლიკაცია)მოსწავლეები მოიძიებენ და ისწავლიან მწერლის  შემოქმედებას :
ლიტერატურული წერილები,მოგონებები,სიტყვები,ჩაწერილი მოგონებები,დღიურები და ჩანაწერები,პირადი წერილები.ეს მასალა თავსდება მწერლის ვებგალერეაშიც.სასწავლო პროცესის განმავლობაში შესრულებული კვლევების შემდეგ ეწყობა ექსკურსია ვარიანში ,სადაც მოსწავლეები ჩაატარებენ კვლევას,იღებენ ფოტოებს და ათავსებენ ვებ-გალერეაში.გამოიკვლევენ გავლენას  ქართულ ლიტერატურაში,ისტორიაში,ფერწერასა და ფოლკლორში.მოეწყობა მოსწავლეების მიერ მწერლის ხელოვნების ნიმუშებისა და ფოტო გამოფენა
4.
მონაწილეთა ასაკი/კლასები:I-IV კლასები
5.
ვადები/ხანგრძლივობა: 1 თვე.
6.
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:დამხმარე ლიტერატურის მოძიება,მასალის მოძიება ინტერნეტის საშუალებით,დისკუსიის გამართვა მოძიებულ მასალებზე.ჯგუფური მუშაობები კითხვების დასმით, საკითხში ჩაღრმავება,პრეზენტაცია.შთაბეჭდილებების გაზიარება. ელ.ვერსიის შედგენა,კითხვარის შედგენა,სკოლაში გამოფენის მოწყობა.
7.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეებმა შესაძლოა გააკეთონ ალბომი,ბუკლეტი,ვებ-გვერდი,ბლოგი,ელ.ურნალი,ჩანახატი,ესეები.მათ გამოუმუშავდებათ კვლევა-ძიების,დამატებით ლიტერატურაზე მუშაობის,მასალის კომპიუტერულად დამუშავების,ჯგუფურად მუაობის უნარ ჩვევა.უკეთ გაეცნობიან საკუთარი ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობას. კარგად გაეცნობიან პოეტის ბიოგრაფიას და შემოქმედებას. შესაძლოა სურათების,ნახატების,ალბომის და ვებ-ბლოგის შექმნა.
8.
სარგებელი სხვებისთვის:მოსწავლეები უკეთ გაეცნობიან მწერლის  ბიოგრაფიასა და შემოქმედებას.შეიქმნება ბლოგი პროექტის შესახებ,სკოლაში მოეწყობა მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა.მოსწავლეები მოამზადებენ პრეზენტაციებს მწერლის ბიოგრაფიასა და შემოქმედებაზე,რათა მოხდეს გაცნობა იმ მოსწავლეთათვის,ვინც არ არიან ამ პროექტში ჩაბმულნი.ასევე გააცნობენ თავის თანატოლებს ინტერნეტის საშუალებით თავიაანთ პროექტს.ამ პროექტით სკოლებში მოწყობილი გამოფენებიმნახველები გაიღრმავებენ ცოდნას იაკობის ქართული მემკვიდრეობის შესახებ,მეტად გაუფრთხილდებიან და შეიყვარებენ მის მემკვიდრეობას.
9.
სამუშაო ენა:ქართული
10.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ლიტერატურაში-განუვითარებს ძირითად საკომუნიკაციო უნარებს  წერას,კითხვას,მოსმენას,საუბარს.
ხელოვნებაში-მწერლის  შემოქმედებაზე ნახატების შესრულებით.მუსიკალური კომპოზიციების,ლიტერატურული ნაწარმოებების მიმოხილვით.
ისტ.ტექნოლოგიებში- ინტ.მასალების მოძიება,დამუშავებით,გაცვლით,პრეზენტაციების
შექმნით,ვებ-გალერეაში სურათების ატვირთვით.
11.
პროექტის ფასილიტატორი: ნინო აბაზაშვილი
12.
პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა:ninoabazashvili@gmail.com
13.
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:ninoabazashvili.blogspot.com